ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაასრულეს
09-01-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სემესტრის ბოლოს, საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს.
ვანის საჯარო სკოლაში ხშირად ეწყობა საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები, რომელიც მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მოტივირებისკენ არის მიმართული.
საახალწლო ღონისძიებამ შეუქმნა მათ სადღესასწაულო განწყობა. დღე ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. მოაწყვეს საახალწლო ნაძვის ხე, გადაიღეს სამახსოვრო სურათები და ახალი ენერგიითა და შემართებით, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას ელიან.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და იმედოვნებს, რომ ახალი სემესტრი კიდევ უფრო შედეგიანი და მრავალფეროვანი იქნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს