მატნის N1 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ცოტნე დოინჯაშვილმა ძიუდოში, საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი დაიკავა
09-01-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის - ცოტნე დოინჯაშვილის სპორტული წარმატება იზეიმეს. ახალგაზრდა ძიუდოისტმა გიორგი ბერიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ II საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი დაიკავა. მოსწავლემ 38 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. 

მეექვსეკლასელი ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს სკოლის დირექცია და პედაგოგები გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203