მეჩხეთურის საჯარო სკოლაში ორიგინალური საახალწლო ღონისძიება გაიმართა
09-01-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის  საჯარო სკოლაში, სემესტრის ბოლოს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.  

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადსხვა საინტერესო და სახალისო ნომრები. წიგნებით ააწყვეს საახალწლო ნაძვის ხე. აღსანიშნავია ასევე, რომ ბავშვებს შორის შეჯიბრი სახელწოდებით - „ყველაზე სწრაფი“ მოეწყო.

შეხვედრის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს, ინდივიდუალურად ახალი წლის მისალოცი ბარათები გადაეცა.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი იყო, უფრო მოტივირებულები და ენერგიით აღსავსენი ელიან ახალი სემესტრის დაწყებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203