ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
09-01-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის ხათუნა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, პირველ სემესტრში,  პროექტში - „გაა-PR -ე შენი სკოლა“, მონაწილეობდნენ.  

პროექტი GTUNI-ის მიერ იყო გამოცხადებული.

მე-11 კლასიდან ჩერთნენ მოსწავლეები: სალომე რუსიეშვილი, საბა სადრაძე, საბა სალუქვაძე, მარიამ კახიანი, ეკა მამინაშვილი და ლიზი ჭელიძე.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სკოლაზე და მის ისტორიაზე საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 27 დეკემბერს, GTUNI -ში ღია კარის დღე და პროექტის „გაა-PR-ე შენი სკოლა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ პროექტში ლიხაურის საჯარო სკოლის კონკურსის ყველა მონაწილეს GTUNI -ს სერტიფიკატები გადაეცა.

GTUNI მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს აქტიურობისთვის და საინტერესო ვიდეო-რგოლების შექმნისთვის.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203