ხუცუბნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება მოეწყო
09-01-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში წლის ბოლოს, საახალწლო ღონისძიება მოეწყო, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.
ახალი 2023 წლის შემობრძანება, როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე დიდი საერთო ღონისძიებით - „ენის საახალწლო ნაძვის ხე“ , აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, წარმოდგენები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან.
მკითხველთა წრის „ანთილიოსის“ წევრებმა მოირგეს, საყვარელი წიგნების პერსონაჟების როლები და „გამოცნობანა“ შესთავაზეს მაყურებელს, რამაც ზეიმი კიდევ უფრო ხალისიანი და სინტერესო გახადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს