მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალი
09-01-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლამ 2022 წელი ზღაპრული კარნავალით გააცილა. მოსწავლეები 2023 წლის შემობრძანებას საზეიმო განწყობით შეხვდნენ.
საახალწლო კარნავალი, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ბავშვებმა საახალწლო პროგრამები დამსწრე საზოგადოების წინაშე შესანიშნავად წარადგინეს. იცეკვეს, იმღერეს, სახალისო სცენები გაითამაშეს და აუდიტორია დადებითი ემოციებით დამუხტეს.
როგორც სკოლის საზოგადოება გვიყვება, ბავშვებმა მთელ სკოლაში საზეიმო ატმოსფერო შექმნეს და იქ მყოფებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს