დაგვას საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა
06-01-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით. 

მათ შორის, აღსანიშნავია სკოლის თვითმმართველობის მიერ წინასაახალწლოდ ჩატარებული კონკურსი თემებზე - „საუკეთესო საახალწლო ნახატი“ და „საუკეთესო ესსე“.

მოსწავლეებმა საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.

სკოლაში კონკურსის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.

„მადლობა თვითმმართველობის თავმჯდომარეს და წევრებს ამ ინიციატივისთვის და კონკურსის ორგანიზებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203