მატნის N1 საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი პიესა - „Rabbit’s birthday“ დაიდგა
06-01-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლები მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობას ხშირად მართავენ.

წინასაახალწლოდ, მე-3 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა - მარინა ახალაურმა საახალწლო აქტივობა ჩაატარა. მან ინგლისურენოვანი პიესა - „Rabbit’s birthday“ დადგა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ნიღბები და ვიზუალური მასალა დაამზადეს, საინტერესო ფორმებში გამოეწყვნენ და თეატრალური ნომერი შესანიშნავად შეასრულეს.

დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში ცოდნა გაიღრმავეს და მოტივაცია აუმაღლდათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203