მატნის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ არაერთი ლამაზი ღონისძიება გაიმართა
06-01-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, წლის ბოლოს, ახალი წლის თემატიკაზე საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები მოეწყო.

ახალი წლის დღესასწაულს  1-ლია კლასმა, ღონისძიება მიუძღვნა, რომელსაც დამირიგებელი  მ. გავარდაშვილი ხელმძღვანელობდა. 

როგორს სკოლაში გვიყვებიან, ასე საინტერესო სანახოაბა წარმოადგინეს მე-2ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნ.ნონიაშვილთან ერთად.

აღსანიშნავია, მე-3ა კლასს მიერ წარმოდგენილი საახალწლო ზეიმი, რომლის ხელმძღვანელიც  კლასის დამრიგებელი ნ. ზაალიშვილი გახლდათ.

ასევე, ძალიან საინტერესო და ორიგინალური იყო მე-5ბ კლასის მოსწავლეების მიერ მოწყობილი სახალისო, საახალწლო ღნისძიება.

მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ საახალწლო ფუსფუსში.

საგულისხმოა, რომ საახალწლო თემატიკაზე, მე-7ბ კლასის დამრიგებელმა ნატო ტუგულაშვილმა, ღონისძიებასთან ერთად, მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.

წლის ბოლოს მატნის N1 საჯარო სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა, მოსწავლეები ამაღლებული განწყობით ელოდნენ ახალ წელს.


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203