საგვაზავოს საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
06-01-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქის ილია II-ის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და მათი დასკვნითი ნაწილი - პირველი სასკოლო კონფერენცია.

კონფერენცია 22 დეკემბერს გაიმართა და მასში ინტეგრირებულად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. თითოეულმა მათგანმა საინტერესო თემები წარმოადგინა:

  • სანდრო ალასანიას თემა გახლდათ - „უწმინდესის სოფელი - სნო“;
  • თამაზი გვაზავამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე - „პატრიარქის ბავშვობა“;
  • ცოტნე ქურდუბაძემ- „პატრიარქის მშობლები“;
  • შალვა ბაღათურიას საპრეზენტაციო თემა იყო - „პატრიარქი და ბავშვები“;
  • ბარბარე ბოკუჩავას თემა გახლდათ - „გზა პატრიარქობამდე“;
  • თინათინ სოფრომაძის - „პატრიარქი და განათლება“;
  • ხათუნა სახვაძემ მოამზადა თემა - „პატრიარქის ნათლულები“;
  • ნინო აბულაძემ - „პატრიარქი ხელოვანი“;
  • დალი ჩაჩავამ ისაუბრა პატრიარქის ცხოვრებაზე;
  • გოჩა ხურცილავა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგა თემით - „პატრიარქი და სახელმწიფო“.

კონფერენციას სტუმრობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებელი ნათია დავითაია და მე-10 კლასის მოსწავლე ანა ცაავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თემა - „პატრიარქის მოძღვარი - შიო ძიძავა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატრიარქს მიულოცეს ნათლულებმა (ინგა, ლილე, ილია, მარიამი), კულტურის სამსახურის უფროსმა ნათია შონიამ და სკოლის დირექტორმა ბატონმა რამინ ჯალაღონიამ.

კონფერენციის ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203