ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ ვიქტორინა გაიმართა
06-01-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა საკითხში მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ამიტომ საგანმანათლებლო სახის აქტივობებს ხშირად მართავენ. 

მათ შორის, 29 დეკემბერს, სკოლაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, გამჭოლი კომპეტენცია -„ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის, ეკოკომიტეტის წევრების - ნუცა ქასრაშვილი და მარიამ საკანდელიძის ინიციატივით,  თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ ვიქტორინა ჩატარდა.

ღონისძიებაში მე-7, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა დახურულ კითხვებს, კროსვორდებსა და ბლიც-შეკითხვებს მოიცავდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დავალებებს თავი ყოჩაღად გაართვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი სიგელით დაჯილდოვდა.

შედეგებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ელისო ბერძული და ბიოლოგიის პედაგოგი ლელა სილაკაძე აჯამებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასკოლო თემში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერებას ამაღლებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203