ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე ნოდარ ყიფშიძემ ინგლისური ენის ოლიმპიადაში ოქროს მედალი დაიმსახურა
06-01-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და ოლიმპიადაში ხშირად მონაწილეობენ და შთამბეჭდავი შედეგებიც აქვთ. 

მათ შორის აღსანიშნავია,  მე-5 კლასის მოსწავლის - ნოდარ ყიფშიძის წარმატება. მან ინგლისური ენის ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა.

„კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის ის დიპლომითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

კლასის დამრიგებელი ირმა ქარქაშაძე და ინგლისური ენის პედაგოგი მანანა გაბადაძე ულოცავენ ნოდარს გამარჯვებას და უსურვებენ კიდევ უამრავ წარმატებას.

ნოდარის ეს წარმატება სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203