ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
06-01-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით.

მათ შორის სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.  

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.  მოზარდებმა, როგორც ერთმანეთს, ისე სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203