ზედაეწერის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
06-01-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები პირველი სემესტრის განმავლობაში აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩეოდნენ.
ისინი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ერთვებოდნენ. გამონაკლისი არც საახალწლო პერიოდი ყოფილა, მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ზეიმი გამართეს.
მათ ახალი წელი ყველას მიულოცეს, საზეიმო განწყობა შეუქნეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლას მეორე სემესტრამდე დაემშვიდობნენ.
„მეორე კლასის მოსწავლეებმა ასე ლამაზად მოგვილოცეს ახალი წელი. ჩვენც გილოცავთ ბავშვებო. ფეხბედნიერი ყოფილიყოს, მადლობა ირმა მასწავლებელს საინტერესო აქტივობებისთვის. მრავალს, სულ ბედნიერად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს