ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საახალწლო ზეიმი გამართეს
06-01-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებებით დაგვირგვინდა. 

აქტივობები სხვადასხვა, მათ შორის, მე-3 კლასშიც გაიმართა, მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებაზე, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

„გილოცავთ ბავშვებო. სიკეთე და სიხარული, წარმატებები მოეტანოს თითოეული თქვენთაგანისთვის. მადლობა ია მასწავლებელო ამ ლამაზი დღისთვის. უამრავი ფერადი დღეები გქონოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203