ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და საზეიმო განწყობა აჩუქეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა, ის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით იყო დატვირთული. სკოლაში წინასაახალწლო განწყობაც იგრძნობოდა, მოეწყო აქტივობები, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თავი მეექვსე, მერვე, მეთორმეტე კლასელების მოსწავლეებმაც გამოიჩინეს, მათ საინტერესო ნომრები წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„მრავალ ახალ წელს დაესწარით, ასე ერთხმად, ლამაზად და ბედნიერად“,- ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეებს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: ვიდეო