ლიის თემის N2 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ახალ წელს საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს
06-01-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით. პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ. 

მოსწავლეებმა სემესტრიც შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. ახალი წლის შემობრძანებას დაწყებით კლასების მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ფასილიტატორობდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები - ლანა კაკაჩია, თამილა ჭაჭუა და თამუნა სამუშია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203