ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო პროექტი საინტერესო ღონისძიებით დააგვირგვინეს
06-01-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ პროექტზე - „შობა- ახალი წელი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ იმუშავეს. 

საინტერესო პროექტი კი მოკრძალებული ღონისძიებით დაასრულეს.

პროექტი პედაგოგებმა - ლანა კაკაჩიამ და შორენა კვირკვიამ ერთობლივად განახორციელეს.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ ძალიან სახალისოდ და დასამახსოვრებლად ჩაიარა.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და პედაგოგებს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203