ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდიის საახალწლო კონცერტი ხელოვნების სასახლეში გაიმართა
06-01-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთულ ღონისძიებებს ხშირად მართავს.

ამ მხრივ, გასული წელი დატვირთული იყო და ასევე, აქტიურად დაიწყო 2023 წელიც. 3 იანვარს, ხელოვნების სასახლეში კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდიის - „მომავლის ბავშვები” საახალწლო კონცერტი გაიმართა.

საღამომ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ. 

მათი ხელმძღვანელი - ნანა ჩხიკვაძე, ხოლო დეკორატორი - მაია ძნელაძე იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203