საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
05-01-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეები როგორც სკოლის შიდა ისე სკოლის გარე ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ და მიღწევებითაც გამოირჩეოდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში - „ზღვაური“. 

კონკურსში ​საგვაზავოს საჯარო სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ათივემ გადალახა კონკურსის სამი ეტაპი. ამასთან, თამაზ გვაზავა პროზაში ფინალურ ეტაპზე ბრინჯაოს დიპლომის მფლობელი გახდა.

9 მოსწავლეს - ზურაბ ბოკუჩავას, თიკო სოფრომაძეს, ანი კირცხალიას, გიორგი ლიპარტელიანს, მარიამ ჩაჩავას, ნიკოლოზ ბოკუჩავას, ანანო ბაღათურიას, ნუგზარ გვაზავას და ინგა გვაზავას დიპლომები გადაეცათ.

ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსის - „ზღვაური - 2022“ დაჯილდოება და ლიტერატურულ ჟურნალ „ზღვაურის“ მე-9 ნომრის წარდგინება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 11 დეკემბერს გაიმართა.

მიმდინარე წელი საიუბილეო გახლდათ, კონკურსი „ზღვაური“ 10 წლის გახდა.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ „ზღვაური-2022“ ჟიურის შემადგენლობა: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე - პოეტი მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის
თავმჯდომარე - პოეტი დავით თედორაძე,  მწერალი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და სამართლის დოქტორი -
ირაკლი შამათავა, პოეტი, პუბლიცისტი, მკვლევარი და მეცნიერი - იაშა თანდილავა, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, მთარგმნელი და პუბლიცისტი - ლალი კონცელიძე.

წელს ჟიურის საპატიო წევრად ქუთაისიდან გახლდათ - ექიმი, საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ლიტერატურულ კლუბ „ზღვაურის- რჩეული-2021“ პრიზის მფლობელი - მერაბ კვიცარიძე.

მეორე ეტაპიდან მესამეზე გადამსვლელი ნაწარმოებები შეაფასეს პოეტმა ანა- ქალთამზე სურმანიძემ და პროექტის დამფუძნებელმა და ავტორმა - ბელა ქებურიამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203