თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი საახალწლო ზეიმი მოეწყო
05-01-2023
თბილისის N118 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრში სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება მოეწყო.

მათ შორის, პირველ კლასში, დამრიგებელ ირმა აბულაშვილის ხელმძღვანელობით, გამართული საახალწლო ზეიმიც იყო.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შობა-ახალი წელი ყველას მიულოცეს. 

დამრიგებელმა მათ სიურპრიზი მოუწყო და თოვლის პაპა მიუყვანა, რომლის ნახვითაც ძალიან გაიხარეს. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის კამფეტების „თოვა“ გაიმართა. მათ საჩუქრებიც გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203