თბილისის N118 სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს
05-01-2023

თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ, 2023 წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით შეეგებნენ.

პირველკლასელებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები ლამაზ, საახალწლო სამოსში გამოეწყვნენ და აუდიტორიის წინაშე საინტერესო, საახალწლო პროგრამებით წარდგნენ.

ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, გახალისდნენ, უნარები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს.

კლასის დამრიგებელი ეკა მჭედლიშვილი, ხოლო მუსიკის მასწავლებელი ნათია მოსულიშვილი გახლავთ.  

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203