წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალ წელს ღონისძიება მიუძღვნეს
05-01-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა, ეწყობოდა სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება. 

სკოლაში სემესტრის ბოლოს სადღესასწაულო განწყობა იყო, რასაც მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ საახალწლო ზეიმი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

„გვინდა, რომ ყველას კედლებზე მზე იყოს, ყველა კარის ზღურბლთან ბედი მოდგეს, ყველა ჩამქრალი კერა აინთოს, ყველა ტკივილი გაყუჩდეს, ყველა ლოდინი დასრულდეს, ყველგან სასწაული მოხდეს და აღარ ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში ცრემლებამდე მიუღწეველი სურვილები და ოცნებები ბედნიერებაზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე, სითბოზე. გვინდა, ყველას ბედნიერება გისურვოთ ახალ წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203