ახალი წლის ზღაპრული დღესასწაული საგვაზავოს საჯარო სკოლაში
05-01-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით. პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

სემესტრიც შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

საახალწლო ზეიმი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის იმღერეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. პედაგოგებმა მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს.

შემეცნებითი კუთხით ჩაერთო მე-5 კლასი. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს. ასევე გაიმართა სანტას საჩუქრების გადაცემა. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა. 

ღონისძიებას შორენა კუჭუხიძე და ხათუნა სახვაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203