ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეები, წლის დასასრულს ინგლისურენოვან საახალწლო გათამაშებაში ჩაერთნენ.
ინგლისური ენის მასწავლებლის ფიქრია მუსერიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა როლური თამაში, ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებიდან - „Christmas Carol”, წარმოადგინეს.
გათამაშება English Book Education-მა გამოაცხადა და მასში მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ეს გათამაშება ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, საბოლოოდ კი ისინი კონკურსში გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხელმძღვანელსა და მოსწავლეებს აქტიურობისთვის და მომავალ საქმიანობებში წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს