ზედაეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ახალი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით იზეიმეს
05-01-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა, ეწყობოდა სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება. 

სკოლაში სემესტრის ბოლოს სადღესასწაულო განწყობა იყო, რასაც პირველი კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ საახალწლო ზეიმი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

„პირველკლასელები გულითადად მოემზადნენ ჩვენთვის, თქვენთვის 2023 წლის მოსაცოლად. მადლობა ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის მონიკა ხორავას, მრავალს დაესწარით, ბავშვებო, წარმატებული წელი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203