დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში შობა-ახალ წელს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
05-01-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები 2023 წელს ამაღლებული, საახალწლო განწყობით შეეგებნენ და საინტერესო ღონისძიება გამართეს.

ბავშვებმა ზეიმის მსვლელობისას შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.  

ღონისძიება საახალწლო დეკორაციებმა კიდევ უფრო გაალამაზა და შთამბეჭდავი გახადა.

ზეიმის დასასრულს ბავშვებმა თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203