ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა
05-01-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

1-ელი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნატო კელაპტრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საახალწლო წარმოდგენა - „ბაკუნას საოცარი თავგადასავალი, რომელმაც გადაწყვიტა ნაძვის ხეები მოჭრისგან ეხსნა“.

პატარებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ასევე მხატრულად წაიკითხეს ლექსები და იმღერეს. პირველკლასელებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ზღაპრული განწყობა აჩუქეს .

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203