შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება მაჭატიის საჯარო სკოლაში
05-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო განწყობით შეეგებნენ. 

სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, როგორც მშობლიურ ასევე ქართულ ენაზე. მოსწავლეებმა აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - რიდა გალსტიანი, ლუსია უზუნიანი, ხათუნა ლომიძე, ვერა მოროზმოვა და სხვა.

სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203