ხორენიის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა
05-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა 2022 წელი ზეიმით გააცილეს და 2023 წელს ამაღლებული განწყობით შეეგებნენ.

ღონისძიებაში I–IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზეიმის ხელმძღვანეელები აღნიშნული კლასების დამრიგებლები: ზინა კაზარიანი, რუზანა მელდონიანის, ზამირა ჯანოიანი, აიდა აპოიანი და მუსიკის მასწავლებელი ანაიტ ჯანამიანი იყვნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას სკოლის მთელი კოლექტივი, სამეურვეო საბჭო და სადისციპლინო კომიტეტის წევრი მშობლები, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლა. დასასრულს, სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მოსწავლეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და ახალი წელი მიულოცეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203