სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებაზე დასაჩუქრდნენ
05-01-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში სემესტრის დასასრულს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საახალწლო ზეიმი გაიმართა.

მოსწავლეების მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეებს ახალი წლის დადგომა თეთრიწყაროს მერმა გიორგი წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ფანგანმა, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა კახა ხაბულიანმა და მერაბ შავაძემ მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ მერიამ I-IV კლასის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. 

„გილოცავთ 2023 წელს, სიყვარულის, სიკეთის, ბედნიერების, დარდის გაქრობის, ოცნებების ასრულების და ულევი წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203