დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის IV ​კლასის მოსწავლეებმა სემესტრი საახალწლო კარნავალით დააგვირგვინეს
05-01-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის IV ​კლასის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. 

IV კლასის დამრიგებელმა, აიასტან ღარაგულიანმა დაგეგმა და 29 დეკემბერს ჩაატარა საახალწლო კარნავალი.

პედაგოგმა მოსწავლეთა საზეიმო განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა და მეოთხეკლასელები სახალისო აქტივობებში ჩართო. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203