დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
05-01-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში, წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლაში, 2022 წლის პირველ სემესტრში მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, სემესტრის მიწურულს კი, მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება მოეწყო.

მოსწავლეებმა სახალისო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს, რამაც კიდევ უფრო გაახალისა და დაუვიწყარი გახადა ღონისძიება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს ჩართულობისთვის და მომავალ საქმიანობებში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203