გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალ წელს ღონისძიება მიუძღვნეს
05-01-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესოდ წარიმართა, იმართებოდა სხვადასხვა აქტივობა თუ პროექტი.

საახალწლოდ კი V-VI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაკა ქალდანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მოაწყვეს. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საზეიმო განწყობა შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. 

„გილოცავთ, შობა-ახალ წელს. ბარაქიანი, ხვავიანი, წარმატებული ყოფილიყოს 2023 წელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203