მუხაესტატეს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
05-01-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საახალწლო ღონისძიებით შეეგებნენ.

მე-6 კლასში მოსწავლეებმა საინტერესო ზეიმი გამართეს, რომელსაც სკოლის დირექტორი - დავით მენაღარიშვილი, მოადგილე - ირმა ქათამაძე და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა საახალწლო წარმოდგენები გამართეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს ახალი წელი მოულოცა და წარმატებები უსურვა.

კლასის ხელმძღვანელი ზიული ჯაფარიძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203