
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი აღნიშნეს.
სემესტრის დასასრულს სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. I-lV კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი მოაწყვეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ისინი ღონისძიებაში პედაგოგ ეკა გერგაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„ეს წელი ყოფილიყოს ოცნებების ასრულების წელი“,- ასეთი საახალწლო სურვილი აქვთ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: