ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაასრულეს
05-01-2023

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში  პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

მოსწავლეებს, სკოლაში შექმნილი წინასაახალწლო ფუსფუსი, უმაღლებდათ განწყობას და ახალი იმედებითა და ოცნებებით ელოდნენ 2023 წლის შემობრძანებას.

„პოზიტიური განწყობა, ბედნიერი სახეები, გაბრწყინებული თვალები, სიხარულის ჟრიამული იყო  ჯგალის თემის საჯარო სკოლაში.

2 წელია პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციების გამო მსგავსი სილაღით არ აღგვინიშნავს ახალი წლის დღესასწაული.

ყველა კლასმა განსხვავებული ფორმატით შემოგვთავაზა საახალწლო ნომრები. იყო შეჯიბრება, ნომინაციები, ცეკვა-სიმღერა, ლექსები, სპექტაკლი.

17 დეკემბრიდან სკოლის ფოიეს ამშვენებდა ლამაზად მორთული ნაძვის ხე და მოსწავლეებისთვის ყოველ დიდ დასვენებაზე ჟღერდა ხალისიანი, საახალწლო სიმღერები. მოსწავლეები ცეკვა-თამაშით ქმნიდნენ მხიარულსა და ამაღლებულ განწყობას“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203