ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელები და მოსწავლეები ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავენ
05-01-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა საზეიმო განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და მოზარდები სხვადასხვა საახალწლო აქტივობაში ჩართეს. 

ბავშვები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ და ახალ წელს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ.

სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავენ. 

„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები გილოცავთ 2023 წელს! ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიყვარულის, ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყველას ოჯახებისთვის“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203