ჩანახჩის საჯარო სკოლაში სანახაობრივი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
05-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში, წლის ბოლოს დასამახსოვრებელი და საინტერესო საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო სიმღერები, ლექსები და ცეკვები, რომლის საშუალებითაც ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და სანახაობრივი გახდა.

ბავშვები ამაღლებული განწყობით და აციმციმებული თვალებით ელოდნენ 2023 წლის შემობრძანებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და მომავალ საქმიანობებში წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203