ქუთაისის N12 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
05-01-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამ მხრივ, გამონაკლისი არც სასწავლო წლის პირველი სემესტრი იყო. 

წინასაახალწლოდ IX კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები ქუთაისის „ხანდაზმულთა პანსიონატს“ ესტუმრნენ, შობა-ახალი წელი მიულოცეს, საზეიმო განწყობა შეუქმნეს და ერთი დღე გაუფერადეს. 

აქტივობაში ყველა მათგანი დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„კმაყოფილები ვართ სასიამოვნო და თბილი გარემოთი.. მადლობა პანსიონატის თანამშრომლებს რომ უხანგრძლივებთ მოხუცებს სიცოცხლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203