„გიდის ხელოვნება“ - დაბა შუახევის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით გაიარეს
05-01-2023

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი მოსწავლეთათვის საინტერესო იყო. ისინი სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად ჩაერთნენ და წარმატებასაც მიაღწიეს.

მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები 1-ელი სემესტრის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ პროექტში - „გიდის ხელოვნება“ , რომლის ხელმძღვანელები დაბა შუახევის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები შორენა კეჟერაძე და ქეთი სარჯველაძე იყვნენ.

მოსწავლეები, პროგრამის ფარგლებში, ქედაში, ძმები ავალიანების მარანს  და შუახევში, კოლეჯს „ბლექსი“ ესტუმრნენ. მათ ასევე კავიანის ციხე, გონიოს ციხე და ბორჯღალოს ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმი დაათვალიერეს.

„იმედია, ჩვენი მოსწავლეები „გიდის ხელოვნების“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მომავალ ცხოვრებაში გამოიყენებენ“ , - აღნიშნეს სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეთა განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203