მათხოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
05-01-2023
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი ჩატარდა, მათ შორის გაიმართა ნახატების გამოფენა. 

მასზე ხელოვნების მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მიიწვია. წარმოდგენილი ნამუშევრები მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყო. ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

გამოფენამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ნახატების ავტორები - ნიკა ფიოლია და ანი ჯანელიძე სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203