დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სემესტრის დასასრულს საახალწლო ზეიმი გამართეს და საზოგადოების წინაშე საინტერესო აქტივობებით წარდგნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა ახალი შენობის მოლოდინშია და მიუხედავად იმისა, რომ მე-4 წელია მოსწავლეებს არც საააქტო და არც სპორტის დარბაზი აქვთ, მათ საზეიმო განწყობა მაინც აიმაღლეს, დღე გაალამაზეს და საინტერესო ღონისძიება სკოლა-პანსიონის შენობის ფოიეში გამართეს.

„პატარებმა საახალწლო თემაზე შექმნილი ლექსები წაგვიკითხეს და სიმღერებიც ყოჩაღად შეასრულეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა უმრავლესობამ საახალწლო სურვილებში მომავალი წლიდან, სწავლის ახალ შენობაში გაგრძელება დაწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203