ლეხაინდაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს
მარტილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სემესტრის დასასრულს შობა-ახალ წელს ღონისძიება მიუძღვნეს.
მათ პედაგოგების - ელისო დანელიას, ნატო დარციმელიას, ნანო ცქიფურიშვილის, გიული თაფლიაშვილის, მცინარა გოგიავასა და მანანა მირცხულავას ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს.
მოსწავლეებმა შესაბამისი კოსტუმები მოირგეს, სხვადახვა ნომერი შეასრულეს და საზეიმო განწყობა შექმნეს. საინტერესო გათამაშება მოაწყვეს მეექვსეკლასელებმა, გამარჯვებულებს პრიზად ცოცხალი კურდღლები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებს, პედაგოგებსა და სტუმრებს ახალი წელი სკოლის დირექტორმა მაია გაწერელიამ მიულოცა.
„დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პოზიტიური ემოციები აჩუქეს და საახალწლო წარმოდგენით ჯადოსნური სამყაროც შექმნეს.
განსაკუთრებული ემოციები მოიტანა მეექვსეკლასელების (პედაგოგი -მცინარა გოგიავა) გათამაშებამ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: