მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს.
მეშვიდეკლასელებმა დამრიგებელ მარიკა ჩხაპელიას ხელმძღვანელობით, საშობაო ღონისძიება გამართეს. მათ შობის ღამის ტრადიციებზე, რიტუალებსა და თავისებურებებზე ისაუბრეს. ასევე, საზოგადოებას გააცნეს, თუ როფორ ხვდებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს.
აქტივობებში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ჩაერთო - მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათი ღონისძიება საცეკვაო ნომრებით სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის - თაობა“, მოცეკვავეებმა გააფორმეს.
ბოლოს, მოსწავლეებს წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.
„კონცერტის ბოლოს მოეწყო ერთგვარი საახალწლო ფართი, სადაც ბავშვები ერთმანეთს ცეკვასა და სიმღერაში შეეჯიბრნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: