გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში ახალ 2023 წელს სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა.
ზეიმი გაიმართა მე-2დ კლასშიც. მოსწავლეებმა ახალი წელი, პედაგოგ ნინო გარუჩავასა და მშობლებთან ერთად, აღნიშნეს.
ისინი პატარა ელფების კოსტიუმებში გამოეწყვნენ, საშობაო ორცხობილები გააფორმეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საზეიმო განწყობა შექმნეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: