ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი სანახაობრივი ღონისძიებით დაასრულეს
05-01-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. 

მეთერთმეტეკლასელებმა საახალწლო კონცერტი გამართეს, რომელსაც კლასის დამრიგებელი შუშანიკ ელოიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ საახალწლო ღონისძიებაში, წარმოადგინეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური ქორეოგრაფიული ნომერი. ბავშვების საახალწლო სამოსი, განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

ღონისძიება ძალიან სანახაობრივი, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203