დილისკის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ორიგინალური საახალწლო ღონისძიება
05-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა ახალი წლის დადგომა ზეიმით აღნიშნეს.

ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ბავშვები კოსტიუმებში გამოეწყვნენ, სხვადასხვა ცხოველის როლი მოირგეს და საინტერესო წარმოდგენა დადგეს. მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს, თუ როგორია ახალი წელი ცხოველებთან და როგორ აღნიშნავენ ისინი ახალი, 2023 წლის შემობრძანებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმი ორ ენაზე- სომხურად და ქართულად წარიმართა. სომხური ენის მასწავლებელი - ანაჰიტ მოდიანი გახლავთ და ქართულ ენას კი მოსწავლეებს რიმა კარახანიანი ასწავლის. 

ბავშვების ამაღლებულმა განწყობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა. დღემ ძალიან დასამახსოვრებელად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203