შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება​ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში
03-01-2023

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ საახალწლო ღონისძიება ჩაატარა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი მხატვრული ნომრები, დადგმები, წაიკითხეს ლექსები ... ბავშვებისთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიხარულო თოვლის ბაბუას სტუმრობა აღმოჩნდა, რომელმაც პატარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაანებივრა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება თემატურად დატვირთული და ძალიან საინტერესო გამოვიდა.

სკოლის დირექტორმა, ინგა ბერიძემ ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული. 

„მადლობა, ნინელი დიასამიძეს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების დახმარებისა და ლამაზი ღონისძიების მომზადებისთვის, მადლობა მხატვრული წრის ხელმძღვანელებს - ზაზა ბერიძესა და შორენა აბუსერიძეს ლამაზი მხატვრული ნომრების შემოთავაზებისთვის. მადლობა, კლასის ხელმძღვანელებს, მადლობა, მშობლებს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა, თამუნა ბერიძეს ლამაზი კადრების აღბეჭდვისთვის.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, სიმშვიდეს, წარმატებას, ხვავსა და ბარაქას!”,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203