ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს
19-04-2018
ლასურიაშის საჯარო სკოლაში პროექტი ,,ენა ბურჯია ერისა“ განხორციელდა. მოსწავლეებმა დედა ენაზე ნახატები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს.
აქტივობაში როგორც დაწყებითი ისე X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მაყურებელს ასევე მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს.
მოზარდებმა დედა ენაზე დაწერილი ქართველი მწერლების ციტატები, ანბანთქება და ანდაზები წაიკითხეს.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებით დაგვირგვინდა.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომაგენელი.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით სკოლის აღსაზრდელები ცაგერის რაიონში გამართულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა ნომინაციებში სიგელები დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“